ჩვენ შესახებ
კომპანია Vanilla Sky Georgia გთავაზობთ - განსხვავებულ, მრავალფეროვან და ხარისხიან სერვისს. 2008 წელს დაარსებული ლიდერი ქართული კომპანია ტურიზმის სფეროში, თავისი 10 წლიანი გამოცდილებით საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უნიკალური, ინდივიდზე მორგებული, კომფორტული, ხარისხიანი, ფართო სპექტრის მქონე სერვისი:
კომპანია ფლობს საკუთარი აეროდრომის ნატახტარში შიდა ფრენები ავიატაქსი ტურისტული მომსახურება კომპლექსი ვანილა სასტუმროს და ტრანსპორტირების დაგეგმვა მთელი საქართველოს მაშტაბით.შიდა რეგულარული ფრენები საქართველოში:
ისარგბლეთ შიდა რეგულარული ფრენებით – ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით. ბილეთების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს საიტზე და ჩვენს ოფისებში.
ავია ტაქსი / ავია გასეირნება:
იმოგზაურეთ Vanilla Sky-ს საერთაშორისო სტანდარტების მქონე საჰაერო ხომალდებით თქვენთვის სასურველი მიმართულებით. საჰაერო ხომალდის დაქირავება შეგიძლიათ ნებისმიერი დროითა და მიზნით ( მგზავრთა გადაყვანა; გასეირნება; ავია გადაღება) გაატარეთ დაუვიწყარი მომენტები ვანილა სქაისთან ერთად!
ტურისტული მომსახურება:
დაგეგმე დასვენება Vanilla Sky-თან ერთად! ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი მიმართულებით, ექსკლუზიურ ავიატურებსა და სხვა ტურისტულ სერვისებს (ტრანსფერი; სასტუმრო და სხვა). მიიღეთ უმაღლესი დონის, ინდივიდზე მორგებული სერვისი მხოლოდ ვანილა სქაის გუნდთან ერთად !
კომპლექსი ვანილა:
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა, მოგვეწყო სივრცე თქვენი განტვირთვისათვის, ამიტომაც თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ნატახტარში, ჩვენ შევქმენით თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული დასასვენებელი კომპლექსი - Vanilla Sky.
რესტორანი სასტუმრო საცურაო აუზი აეროდრომი შიდა რეისები გასეირნება თვითმფრინავით ტურისტული მომსახურებადაგეგმეთ მოგზაურობა, ღონისძიება, საქმიანი შეხვედრა, სასტუმრო, ვახშამი, გასეირნება თვითმფრინავით და Vanilla Sky იქნება გარანტი კომფორტისა და უსაფრთხოების თქვენი გეგმების განხორციელებაში.
„თქვენი ოცნებები, ჩვენი ფრთები“